ეს კაცი ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული, როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ

ეს კაცი ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული, როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ – ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას განცხადებაზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიას განცხადებას.

კობახიძის თქმით, ყოფილი პრემიერი „მორალურ ფსკერზე“ დაეშვა.

– “ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა”, არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების.

წყარო: ptn.ge