გურამიშვილის გამზირზე, #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამჟამად მაშველები შენობას ათვალიერებენ, რათა ნგრევის და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი.
დაზიანებულია კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული მანქანები. ჩამსხვრეულია ახლომდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები.
ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. კორპუსის ნაწილი პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია.