„თალიბანმა“ საპარიკმახეროებს კლიენტებისთვის თანამედროვე ვარცხნილობების გაკეთება აუკრძალა

„თალიბანმა“ საპარიკმახეროებს კლიენტებისთვის თანამედროვე ვარცხნილობების გაკეთება და წვერის გაპარსვა აუკრძალა.

„თალიბანმა“ ჰელმანდის პროვინციის საპარიკმახეროებში სტილისტებს კლიენტებისთვის თანამედროვე ვარცხნილობების გაკეთება და წვერის გაპარსვა აუკრძალა.

მედიის ინფორმაციით, „თალიბები“ მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ვარცხნილობის ტარება და წვერის გაპარსვა „ისლამურ კანონს“ ეწინააღმდეგება.

ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ „თალიბები“ ირწმუნებიან, რომ ადამიანის, მათ შორის ქალებისა და გოგონების უფლებებს, დაიცავენ, თუმცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების შეზღუდვის ფაქტების შესახებ ინფორმაცია სულ უფრო ხშირად ვრცელდება. დასავლეთი აცხადებს, რომ „თალიბანთან“ ნებისმიერი ურთიერთობების დამყარებისას არა მათ სიტყვებს, არამედ მოქმედებებს გაითვალისწინებენ.

წყარო: itv.ge