დადებითობის მაჩვენებელი უმჯობესდება, გარდაცვალების შემთხვევებმაც იკლო

საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 914 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

გუშინ საქართველოში 32 522 ტესტი ჩატარდა. დადებითობის მაჩვენებელი შეადგენს 5.43%-ს

ამასთან, 28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 010 პაციენტი, გარდაიცვალა 40 პირი.