„რაშა თუდეის“ გერმანულენოვანი იუთუბარხების დაბლოკვის გამო, რუსეთის საგარეო უწყება საპასუხო ზომებით იმუქრება

„რაშა თუდეის“ გერმანულენოვანი იუთუბარხების დაბლოკვის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო ზომებით იმუქრება, – იუწყება „დოიჩე ველე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „იუთუბის“ მიერ „რაშა თუდეის“ გერმანული არხების დაბლოკვა საინფორმაციო აგრესიის უპრეცედენტო აქტია და რუსეთის საპასუხო ზომები სიმეტრიული იქნება.

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, „რაშა თუდეის“ არხები „კოვიდ-19“-ის ირგვლივ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკეს.