პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი, 24 საათით, მიტანის სერვისს წყვეტს

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი მიტანის სერვისს წყვეტს!

პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი, 24 საათით, მიტანის სერვისს შეწყვეტს – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

– “ლოქდაუნის გამო, ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები კი არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანისა და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე” – აღნიშნულია რესტორატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ხვალ მთავრობის კანცელარიის წინ, საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

– “დღეს, 15:00 საათზე ვუერთდებით მშვიდობიან საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ჩვენს ნაბიჯს, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილებით არის გამოწვეული” – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: itv.ge