პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა.

ალექსანდრა მაჭავარიანი საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან განხორციელდა. საქმიანობა 19 წლის ასაკში დაიწყო და არხზე 45 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ალექსანდრა მაჭავარიანს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს მთაწმინდის პარკში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.

წყარო: ptn.ge