ხანძარი გურიაში – სახლში ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 52 წლის ქალი. თავდაპირველად, მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი იყო, შემდეგ კი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ტერიტორიაზე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

 

“რუსთავი2”