იმოქმედე და იზრუნე ღარიბაშვილო, რომ ისტორიულ სანაგვეზე არ აღმოჩნდეთ და სისხლის სამართლით არ მოგიწიოს პასუხისგება! – “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრს მიმართავს.
ჩარკვიანი ღარიბაშვილს მოუწოდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისას უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მსვლელობა კანონის სრული დაცვით.მიმართვა პრემიერ ღარიბაშვილს!იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებისა, ნებისმიერი არაკანონიერი მოქმედება ( ეხება ორივე მხარეს) იქნება აღქმული როგორც პროვოკაცია, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ასევე შეუძლია გამოხატოს მშვიდობიანად! თქვენი ვალდებულებაა უზრუნველჰყოთ მშვიდობიანი აქციის მსვლელობა ასევე მშვიდობით და კანონის დაცვით!ახლა კი კიდევ ერთხელ ვიტყვი: პრემიერ ღარიბაშვილის საყურადღებოდ, რომელმაც სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსა, ვაფრთხილებ რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად მას, მშვიდობიან დახვედრა -აქციას გააშუქებს დასავლეთის მედიაც და შევეცდებით ჩვენთან ერთად უცხოელებიც, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ!კანონის სრული დაცვით მოქმედებს მხარდამჭერთა აქცია!იმოქმედე და იზრუნე ღარიბაშვილო, რომ ისტორიულ სანაგვეზე არ აღმოჩნდეთ და სისხლის სამართლით არ მოგიწიოს პასუხისგება! დაგჭირდებათ უთუოდ კანონი და სამართალი სამომავლოდ, დიახ რომ შერჩევითი სამართალი არ იყოს თქვენს მიმართაც ამუშავებული მომავალში!როგორც ჩანს წარმოდგენა არ გაქვთ რა არის პასუხისმგებლობა!კონსტიტუციის სრული დაცვით იმოქმედებს მხარდამჭერთა ეს კონკრეტული ორგანიზაცია!ფრთხილად ღარიბაშვილო! ფრთხილად!პროვოკაციის შემთხვევაში ბოლომდე ჩაგყვები დარჩენლი ცხოვრება- წუთისოფელი, როგორც აჩრდილი ზუსტად ისე- “კანონით და სამართლით”!მე ასე ვცხოვრობ -პასუხგაუცემელს არავის ვტოვებ, არც სიკეთით და არც ისე-ოღონდ კანონოთ -კანონის ფარგლებში- შერჩევითობით არა , თქვენ რომ მოგწონთ იმ ჯიბის კლანური მართლმსაჯულებით არა! . ვერც მეორე ლოყის მიშვერა ვისწავლე (სამწუხაროდ ალბათ) ერთი კი ვიცი ზუსტად: რომ უდანაშაულო და დამნაშავე მიუკერძოებელმა, დასავლური ტიპის პატიოსანმა და რეფორმირებულმა მართლმსაჯულებამ უნდა განსაჯოს! აი ეს ზუსტად ვიცი!და კიდევ ერთი რამ: ერთი სამშობლო მაქვს -საქართველო და ის -” განსაცვიფრებლად არის მთავარი”!ესეც კარგად დაიმახსოვრეთ! დანარჩენი ბელეტრისტიკაა და თაღლითი პოლიტიკანების მოგონილია, მოპარულის და ” კაი ცხოვრების” გამო ქვენა გრძნობების “შესაფუთ -გადასამალად”….ჭეშმარიტება კი -არ გათელილი, ფეხზე დამდგარი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოა- კანონით და სამართლით! – წერს თაკო ჩარკვიანი.