ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. მარკეტა გრეგოროვა, რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფება, მიიჩნევს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯი არ იქნება.
„არ ვფიქრობ, რომ მისი ჩამოსვლა პოზიტიური იქნება, რადგანაც ეს არჩევნები საჭიროებს სტაბილურ ვითარებას, მას კი, ეს არ მოაქვს. მხედველობაში არ მაქვს მისი პოლიტიკა, მხოლოდ სიგნალებსა და სიმბოლოებს ვგულისხმობ. ვიმედოვნებ, რომ თუ ის ჩამოვა, მისი ჩამოსვლა იქნება უხმაურო და არა 2 ოქტომბერს, როდესაც ამას ყველა ელის“, – განაცხადა გრეგოროვამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს.