COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო მონაცემი – 613 012 გახდა.

გარდაიცვალა კიდევ 29 კოვიდინფიცირებული ადამიანი – კოვიდ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციას საქართველოში სულ – 8 946 პაციენტი შეეწირა.

ინფექციისგან განიკურნა 2 266 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო მონაცემი – 585 071 გახდა.

ამ ეტაპზე ​ქვეყანაში კორონავირუსის 18 969 აქტიურ შემთხვევა ფიქსირდება.

გუშინ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყნის მასშტაბით 10 347 ადამიანი აიცრა.