დაავადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კახეთში, მივლინების დროს გადაღებულ ფოტოებზეც ისაუბრა.
– “იმის მაგივრად რომ ჩვენთან მოდიოდნენ აცრაზე, ჩვენ მივდივართ და ვთხოვთ რომ აიცრან. შაბათს, ყარაჯალაში გახლდით, ეს არის ყველაზე დიდი სოფელი, რომელიც ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული და ავუხსენით მათ აცრის მნიშვნელობა და მერე გამომწერეთ ხო გაზეთებში და გამომიქვეყნეთ ფოტოები” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ამირან გამყრელიძის ფოტოები, სადაც ის თანამშრომლებთან ერთად რესტორანში სადილობს.
წყარო: ntv.ge