29 სექტემბერს, ვატიკანში, რომის პაპთან ფრანცისკესთან პოეტ დათო მაღრაძის აუდიენცია შედგა. შეხვედრის მთავარი მესიჯი იყო ფრაზა დათო მაღრაძის პოემიდან „ბარაქიანი მიწა” – მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად.
პოეტმა პაპს საკუთარი ხელმოწერილი წიგნი და დეკანოზ ალექსანდრე გალდავას შესრულებული ხატი გადასცა. პაპმა ფრანცისკემ დათო მაღრაძეს ჯვარი უსახსოვრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონი და პოეტის მეუღლე, ლალი ანდრონიკაშვილი.
წყარო: itv.ge