ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“აი ახლა მდინარაძე პირდაპირ ბრიფინგიდან არ უნდა დააკავონ და არ უნდა წაიყვანონ დაკითხვაზე? რეებს კითხულობს? საიდან იცის? უკანონო მოსმენებით და თვალთვალით?” – წერს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ენმ-ს შეტყობინებები წაიკითხა და მათი “ჩაშლილი დავალებები გაშიფრა”.