აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 382 პირი გამოიკვლიეს, ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირდბულა. რეგიონში გუშინ კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ უკვე დატოვეს კლინიკა “მედალფა” და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

აჭარაში ვირუსი სულ 31 პირმა დაამარცხა. ამდენად კლინიკაში 24 პაციენტი რჩება. რამდენიმე პაციენტი კი გამოჯანმრთელების ეტაპზეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია.

წყარო: რუსთავი2