“ჩვენი სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა!” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი  სოციალურ ქსელში წერს:

“ვერ მივცემ თავს უფლებას და ვერ შევძახებ ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლების ციხეში მყოფ მიშას, რომელიც უვადო უშიმშილობას აცხადებს და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, – მიდი მიშა, მაგარი ხარ!

მიშა კია მაგარი, მაგრამ ჩვენ – ვისი გულისთვისაც გადადო მან თავი, რას ვაკეთებთ იმ საქმისთვის, რისთვისაც მიშა თავს წირავს – აქ ვაკაკუნებთ?!

ვიყოთ ყველა მაგრები! ყველა!

ჩვენი სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა! სირცხვილი!”