შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული 2 სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება”, – აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.
წყარო: “IPN’