207 გამოჯანმრთელებული და მე-8-ე შემთხვევა, გარდაცვალების

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფექციით ჯამში 8 პაციენტია გარდაცვლილი.

ოფიციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 582-მდე გაიზარდა.  დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 207 მოქალაქე.

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 ადამიანი რჩება.

 

წყარო: “კურიერი”