ისრაელში არქეოლოგებმა კერძო საპირფარეშო აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ 2 700 წლის წინ აშენდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა იერუსალიმში, ძველ ქალაქში გაკეთდა. საპირფარეშო დიდ სახლში მდებარე ოთახში იყო განთავსებული.
ტუალეტი კირქვის მართკუთხედ ქვას წარმოადგენს, რომლის ცენტრშიც ნახვრეტია გაკეთებული. ქვა ღრმა სეპტიკის თავზეა მოთავსებული. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იმ დროს კერძო საპირფარეშო მფლობელის სიმდიდრის სტატუსზე მიუთითებდა. აღმოჩენის ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.