ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (ჯანმო), რომელმაც ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი თავდაპირველად საფრთხედ არ მიიჩნია, შემდეგ კი გადაჭარბებული ფსიქოზი დათესა მსოფლიო მასშტაბით, მძაფრად გააკრიტიკა.
ბოლსონარომ საკუთარ ფეისბუკ-ანგარიშზე დაწერა, რომ “ჯანმო” ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში მასტურბაციის რეკომენდაციებს იძლევა და აგრეთვე, ერთსქესიანი ურთიერთობებისკენ უბიძგებს.
პრეზიდენტმა ეს გამოხმაურება შემდგომ წაშალა თავისი გვერდიდან, მაგრამ პრესამ იგი უკვე აიტაცა. ირკვევა, რომ ბოლსონაროს ბრალდებები მთლად უსაფუძვლო არ არის. 2010 წელს “ჯანმოს” ევროპულმა ბიურომ გამოაქვეყნა ჩარჩო-კონცეფცია, სადაც აღნიშნული საკითხები ბავშვებთან მიმართებაში წამოწეულია. კონცეფციაში საუბარია ბავშვების “სექსუალურ განათლებაზე”.