გიორგი გახარიამ რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, გორით, დაიწყო

ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და ყველაზე თვალსაჩინო ფასეულობებისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა რეგიონებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შიდა ქართლით დაიწყო. გიორგი გახარია გორის სამხატვრო სკოლის შენობაში შიდა ქართლში პირველ შეხვედრას პედაგოგებთან მართავს.

როგორც მან აღნიშნა, შემთხვევითი არ არის ის, რომ რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, გორით, დაიწყო.

„მე სხვათა შორის, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, სასიამოვნოდ გაკვირვებული, როდესაც ვნახე, როგორი წარმატებული მონაცემები გვაქვს გორში, განსაკუთრებით საშუალო განათლების ნაწილში რამდენი მედალოსანი და წარმატებული ახალგაზრდა გყავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს თქვენი დამსახურებაა. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა. განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, როგორც ჩვენი პედაგოგების სოციალური პირობების, მათი კომპეტენციის, მათი გარემოს გაუმჯობესების, ასევე, ჩვენი მოსწავლეების და სტუდენტების მაღალი მიღწევების თვალსაზრისით. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტურ მეცნიერების განვითარებაში გვაქვს, არის გადასალახი. ამისთვისაა მიმართული ყველა ის ქმედება, რასაც მთავრობა განახორციელებს და რა თქმა უნდა, მთავარი არ არის აქ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსები, თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, რომ ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს, არცთუ ცოტა და აქაც მთავრობა თავის პასუხისმგებლობას იაზრებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ ნაწილში არის ის, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობა და განათლების და პედაგოგის ყველაზე შინაარსებრობრივი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და ყველაზე თვალსაჩინო ფასეულობების, სასურველი და საჭირო ფასეულობებისკენ. ამ ბალანსში არის თქვენი ყველაზე დიდი ფუნქცია და ყველაზე დიდი მისია“, – განაცხადა გახარიამ.

ასევე, პრემიერმა მთავრობის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი განათლების სფეროა.

19.10.2019 / 10:48

გია ხუხაშვილი – “2020-ში “ოცნება” შეიძლება ხელისუფლების მიღმა დარჩეს”

Stream TypeLIVE