საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის მდგომარეობის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და თუ დროული ჩარევა არ მოხდება, შესაძლოა ის “დაინვალიდდეს”.
“სამი თვე ისე გავიდა, რომ ცოტნეს დამტვრეულ თავის ქალაზე არავითარი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჩატარებია… ტვინი მოკლებულია აღქმას, ემოციებს, გარემოში ვერ ერკვევა, მეტყველება ნულის დონეზეა, ცენტრალური ნერვული სისტემა რეაგირების გარეშეა და სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა… მისი ზონდერ მხარდამჭერები დუმილს ამჯობინებენ, სამი თვის გაცდენა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს
სამუდამო ინვალიდობას უქადის, რაც ტერაქტის დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, თუ ცოტნე სიკვდილს გადაურჩებოდა!!!
ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია. მსოფლიოში თუ რამ შესაძლებლობა არსებობს გირჩევთ გამოიყენოთ, რათა ცოტნე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოვიდეს, დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ, თავს ვერაფრით გაიმართლებთ!!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი, მკვლელი, მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს” – წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას თურქეთის კლინიკაში მკურნალობენ.
“ალია’