ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სტამბოლში მიმდინარე ტრანკასპიური ოთხმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციები ესწრებოდნენ, ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა, სადაც ქვეყნებს შორის რეგიონალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების როლსა და საჭიროებაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის ზრდა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ზრდის პოტენციალზე მიუთითებს და საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურად გააგრძელებს სატრანსპორტო მარშრუტების ეფექტურობისა და მდგრადობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
“რუსთავი2”