საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი თითქმის, 52%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 38,961 მანქანის (293,4 მლნ აშშ დოლარი) რეექსპორტი განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 25,643 ერთეულის (260,1 მლნ აშშ დოლარი).
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც ავტომობილები რეექსპორტზე გადის.
ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან მანქანების რეექსპორტი განხორციელდა:
- აზერბაიჯანი – 24 508 ერთეული (163,2 მლნ აშშ დოლარი)
- უკრაინა – 8 602 ერთეული (60,3 მლნ აშშ დოლარი)
- რუსეთი – 1 669 ერთეული (10,8 მლნ აშშ დოლარი)
- ყირგიზეთი – 974 ერთეული (8,1მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 738 ერთეული (9,6 მლნ აშშ დოლარი)
- ტაჯიკეთი – 677 ერთეული (5 მლნ აშშ დოლარი)
- მოლდოვა – 526 ერთეული (4,მლნ აშშ დოლარი)
- სომხეთი – 354 ერთეული (2,9 მლნ აშშ დოლარი)
- ბელგია – 296 ერთეული (14,5 მლნ აშშ დოლარი)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 94 ერთეული (5,8 მლნ აშშ დოლარი)