ძლიერი აფეთქებისას დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ განუცხადა.მისივე ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი.

დილის 9 საათზე შემოიყვანეს  პაციენტი. დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი”, – განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ სამი პირს, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან შეყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერვე საავადმყოფოს კლინიკურმა დორექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კლინიკაში შეყვანილია სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მათგან, ორს აქვს მსუბუქი ჭრილობები მტევანზე, რომელიც მინის დამსხვრევის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო ქალს, რომელიც იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა, გამოკვლევები უტარდება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება