არამგონია, რომ ამ წინადადებას პერსპექტივა ჰქონდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო – ქართულ ოცნებასთან რაზე უნდა ვილაპარაკო?
მათთან რატომ უნდა შევათანხმო ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე?! – ეს არ არის ქართული ოცნების გადასაწყვეტი საქმე. თუ ამ შემთხვევაში გახარიას გუნდს უჭირავს ოქროს გასაღები და ბევრ ოლქში რეალურად ასეც არის და მას აქვს ბერკეტი ხელში, ამ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს ოპოზიციის შიგნით, როგორ დაკომპლექტდება მომავალში საკრებულოები და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქართულ ოცნებასთან
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერი და პარტია საქარველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს.