15 მაისამდე დღიურად ჩატარებული ტესტების ოდენობა 1500-მდე გაიზრდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათი გეგმაა 15 მაისამდე დღიურად ჩატარებული ტესტების ოდენობა 1500-მდე გაიზარდოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მაისის ბოლოს და ივნისში დაგეგმილია დღიურად ჩატარებული ტესტების ოდენობა 3000 გახდეს.

“15 მაისამდე ჩვენ გვინდა ავიდეთ 1500 ტესტზე. გუშინ გვქონდა პიკი 1315 ტესტი გავაკეთეთ. ვაფართოებთ ტესტირებას. 1315 ტესტი ჩატარდა გუშინ, მაგრამ მხოლოდ 16 იყო ახალი შემთხვევა. ანუ ნიშნავს, რომ გავრცელება არ გვაქვს, ინფექციას ჯერჯერობით ვაკავებთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.