მხოლოდ სააკაშვილის დაკავება არ კმარა, მას გვერდით ბოკერია და სხვა ჯალათებიც უნდა მიუსვათ!

“კობახიძის ოცნებამ” არა ერთხელ დაგვაყენა რეჟიმის დაბრუნების საფრთხის წინაშე!

სწორედ ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს რის შეფუთვასაც ეგრედწოდებული კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოყვანით ცდილობენ.
ეს კი რეალურად ჯალათების, “მევახშეების” და ბარიგების ხელისუფლებაში მოყვანას, მათთვის სამინისტროების ჩაბარებას ნიშნავს.

ქართველი ხალხის დაკვეთა 2012 – წელს სამართლიანობის აღდგენა იყო და არა ჯალათებთან და რეჟიმის იდეოლოგებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა.
მათთან გარიგება რის შედეგსაც დღეს შესანიშნავად ვხედავთ!

არჩევნების და არჩევანის გაყალბება დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ დასრულდება.

არ დასრულდება სანამ კობახიძე – მდინარაძის ოცნება ისევ აფარებს ხელს დამნაშავეებს და ყოველ ჯერზე როდესაც მათ ქართველი ხალხი პოლიტიკურ სამარეს გაუთხრის კობახიძე ისევ ხელოვნურ სუნთქვებს უტარებს და აბრუნებს პოლიტიკურ ველზე, ქართველი ხალხის არჩევნებიც და არჩევანიც გაყალბებულია სანამ დამნაშავეები დასჯილი არ არის!!!

წერს ირაკლი ჯანყარაშვილი

წყარო: tvalsazrisi.ge