იცით რატომ არის რეანიმაციებში კოვიდ-პაციენტების გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლები? – დეკანოზი ბასილ ახვლედიანი.
დეკანოზი ბასილი (ახვლედიანი) სკანდალურ პოსტს აქვეყნებს!!!
ღრმად პატივცემულო ექიმებო ❤️
მოგმართავთ თქვენ ?
იცით რატომ არის რეანიმაციებში კოვიდ-პაციენტების გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლები?
უამრავმა მსოფლიო დონის სამედიცინო ექსპერტებმა ცალსახა დასკვნები დადეს!
გავეცანი რამდენიმე მათგანს.
გამიკვირდა და გასაგებად ძალიან მარტივი აღმოჩნდა ჩემთვისაც – არაპროფესიონალისთვის.
თუ რამე მეშლება, შენდობას გამოვითხოვ თქვენგან ?
მაშასადამე:
მათი ნაშრომების არსი ასეთია: ?
? რა არის ბარბარიზმი?
ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი რომელიმე უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაზე (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც) და რომლის ასიმილაციაც ენაში არ ხდება.
ბარბარიზმებს ხშირად იყენებენ მაშინ, როდესაც ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არ აწყობთ მისი ქართული შესატყვისი… (!)
ყურადღება!
? რა არის გაიდლაინი?
გაიდლაინი არის ბარბარიზმი, რაც ქართულად ნიშნავს:
სახელმძღვანელო პრინციპი, მითითება, რეკომენდაცია, ინსტრუქცია.
ანუ, ჩვენს ექიმებს ხელში უჭირავთ გაიდლაინები და უალტერნატივოდ ასრულებენ მითითება/ინსტრუქციებს, რომელსაც იღებენ უცხოეთიდან.
? რაში მდგომარეობს პრობლემა?
გაიდლაინით ხელმძღვანელობისას თუ პაციენტი გარდაიცვალა, ექიმს აბსოლუტურად არ ედება პასუხისმგებლობა გარდაცვლილზე არსებული კანონმდებლობით, აგრძელებს გაიდლაინით ხელმძღვანელობას სხვა პაციენტებთან ურთიერთობისას და მიცვალებულთა კონვეირებას მშვიდი სინდისით ახდენს (როგორც ამბობენ – დღეში 40-50 !!!).
ხოლო, თუ ექიმს (ნამდვილ ექიმს❤️) ჩაუთვლია (არის იშვიათი შემთხვევები), რომ კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში საჭირო იყო ინდივიდუალური მიდგომა (99% გამართლებულა…), თავის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და არა გარედან ინსტრუქტირებული გაიდლაინებით “მშრალად” ხელმძღვანელობა, ჩაითვალა, რომ ექიმმა მკაცრად დაარღვია პროტოკოლი და შედეგად საფრთხე შეექმნა მის იმიჯს ან პროფესიულ მომავალს.
და, ღმერთმა არ ქნას, ამ დროს თუ პაციენტი გარდაიცვალა (1%), რაც ადრეც ისტორიულად ყოველთვის ხდებოდა, ექიმი საუკეთესო შემთხვევაში კარგავს სამსახურს და პროფესიას, უარეს შემთხვევაში – მას ემუქრება ციხე.
ამიტომ, “ექიმები” ირჩევენ მშვიდ ცხოვრებას და უპირობოდ ხელმძღვანელობენ გაიდლაინებით.
ადამიანები კი კვდებიან და ყველაფერი ბრალდება ე.წ. ვითომ “ანტივაქსერებს”, ანუ + ჩვენ!
???
დაიმახსოვრეთ ექიმებო:
თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება.
ნუ შეიზღუდებით გაიდლაინებით. უცხოური პროტოკოლები უნდა იყოს მხოლოდ თქვენი ცოდნის დანამატი. ცოდნისა, რომლითაც გაიზარდა თქვენი ხედვის არეალი და პროფესიული უნარ-ჩვევები.
ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ეს თქვენ ჩემზე კარგად გესმით.
უამრავი თქვენთაგანი ხომ “ყურში” მეუბნებით ამას…
არ შეგეშინდეთ!
თქვენ ხომ ღვთივკურთხეული ექიმები ხართ!
???
გახსოვდეთ!
უპირობოდ გაიდლაინით ხელმძღვანელობა პაციენტებთან, რომლებთანაც სხვა სახის მიდგომაა საჭირო, თუმცა შიშით არ მოიმოქმედეთ და შედეგად პაციენტი გარდაიცვალა, იცოდეთ, რომ მკვლელობად გეთვლებათ უფლის წინაშე, რადგან თქვენ გქონდათ თქვენი გამოცდილება, რომელიც უფალმა მოგანიჭათ და არ გამოიყენეთ პანდემ-ფიურერების წინაშე პასუხისგების შიშით.
თუ ექიმი ყველაფერს აკეთებს პაციენტის გადასარჩენად: იყენებს როგორც გაიდლაინებს, ასევე თავის ძვირფას გამოცდილებასაც და უფლის განგებით, პაციენტი მაინც გარდაიცვალა, ექიმს არავითარი ცოდვა არ აწევს სულზე.
აი მთელი ფილოსოფიაც.
არჩევანი თქვენზეა!
ან იყავით ნამდვილი ექიმები, ან უარი თქვით ამ ღვთაებრივ პროფესიაზე და ნუ დაამძიმებთ როგორც თქვენს, ასევე თქვენი შთამომავლების სულებს..!
ვმადლობ უფალს, რომ დღეს უამრავი ნამდვილი შემოქმედი ექიმები არსებობენ. მათია მედიცინის მომავალი ❤️?
“გაიდლაინელები” კი თუ არ გამოსწორდებიან, მათ მალე ჩამოხსნიან კონვეიერიდან …
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა ღვთისნიერი მკურნალი – ხორცის მკურნალი ❤️
ქრისტესმიერი სიყვარულით,
სულის მკურნალი
დეკანოზი ბასილი
წყარო: newposts.ge