აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს მოსკოვში ჩავა, – ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს რუსეთში, გაემგზავრება, სადაც ის შეხვდება მაღალჩინოსნებს და სხვა პირებს და ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მოსკოვიდან ვიქტორია ნულანდი ბეირუთსა და ლონდონში გაემგზავრება.