პოლონელი მესაზღვრეები ბელარუსის მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ბელარუსმა მესაზღვრემ პოლონეთის არმიის ჯარისკაცების მიმართულებით გაისროლა, რომლებიც ტერიტორიაზე პატრულირებდნენ“ – აღნიშნა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლუკაშ იასინას განცხადებით, ბელარუსის მხრიდან პროვოკაციების განსახილველად ბელარუსის დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარეს.
7 სექტემბერს, მიგრანტების რაოდენობის ზრდისა და რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფონზე, პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო: newposts.ge