ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ სამშენებლო წესების დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

საყრდენი კედლის მოხსნას ადვოკატები უარყოფენ. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რითაც დადგინდება, რომ ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა ნგრევის მიზეზი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა ცოტა ხნის წინ დაასრულა.

 

“რუსთავი2”