„4-5-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა“ – მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ეს ტრაგედია 1 კვირაში არავის ემახსოვრება… როგორც არავის ახსოვს ქობულეთის ხანძარი, როგორც ბათუმის ხანძარი, როგორც ნაძალადევში და ნუცუბიძეზე მიშენებების ჩამონგრევა და კიდევ სხვა…

ვდგავართ უსერიოზულესი გამოწვევის პირისპირ! მემკვიდრეობით „გვერგო“ კატასტროფულად ავარიული საცხოვრებელი ფონდი… 4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა… ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ დასაწყებია ავარიულ შენობებთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავება“, – წერს როსტომაშვილი.