მიშას ექვსი წელი კი არა, მის გამო დახვრეტის მუხლი უნდა აღდგეს- ირმა ბეგლარიშვილი

არ ვიცი, სადაა ის ხალხი ვინც სააკაშვილის რეჟიმმა აწამა, ან იმათ ახლობლები ვინც ციხეში არაფრის გამო მოხვედრილი ახლობლების გვამები წამოიღო.

მთელი ტელევიზია იმაზე მუშაობს რას ჭამს მიშა და რა თქვა მიშამ.
ამერიკაში ვცხოვრობ და ამათ რომ ვუთხრა რას დაემსგავსა ის ხალხი, ვინც ყოფილ პრეზიდენტს ისევ პრეზიდენტს ეძახის და ლამის ოლიმპიურ ღმერთებს შეადარონ, არ დამიჯერებენ. რადგან რაც ჩვენთან ხდება, ეს უკვე დიდიხანია ამოვარდნილია ყოველგვარი ნორმებიდან და რეალობიდანაც.
იმიტაციად იქცა სახელმწიფოც და მისი მოხელეებიც.
ციხეში მოხვედრილი ყველა პატიმარი უკვე ერთი ნიშნით სარგებლობენ. ის რისი უფლებაც ერთ პატიმარს ეძლევა, უნდა ჰქონდეს ყველას.
ეს ცირკი და სანახაობა მე მირევს უკვე გულს . შორიდან რომ მივჩერებივარ.
ჰო, გულს მირევს.
ეს აღტკინებული ჯოგი, მომღერლებიან, ვაი პოლიტიკოსებიანად უკვე მასხარები და ზნეობა დაკარგულები ხართ!
თქვენ ხართ ახალი სპექტაკლის მონაწილეები. მაგრამ არენაზე რომ ჩარკვიანის ქალს გამოიყვან და ნიკა გვარამიას კარიკატურას, უფრო კომედი შოუს ემსგავსება თქვენი სპექტაკლები.
ასიოდე კაცი საქართველო არ ხართ…
და საერთოდ ვინ ხართ, რა ჯიში ხართ.
სამშობლო რომ თქვენი მუცლების სიდიდით იზომება. მშობლები დამარხეთ და გველის წიწილებივით, ახლა თქვენი სისინი ისმის.
მაია ორჯონიკიძისა და მეგი გოცირიძისა გამხდარა საქართველო.
ვის აჯიჯგინებთ, ვის აგლეჯინებთ ამ ისედაც დაქცეულ ქვეყანას.
გუშინ დაკლული ცხვარი მიუტანეს …
დღეს ხარს მიუტანენ და ზეგ კიდევ რას მოიფიქრებენ, ვინ იცის.
მარტო სასაცილო კი არა, გულისამრევია ეს ყველაფერი. დაანებთ ამ მიშას თავი. ცოტა ჰორიზონტზე გაიხედეთ და იქნებ სხვა რამესაც მიხვდეთ.
ისე ექცევიან ამ მკვლელს და უამარვი ადამიანის გამაუბედურებელს, თითქოს ეროვნული გმირი მყავდეს.
თუმცა რა გასაკვირია. ზნეობადაკარგულებს სრულიად გაკმაყოფილებთ მისი გმირობის სტატუსი.
ამის მერე ვართ არსებობის ღირსი?
სად ხართ ისინი, ვისი შვილებიც მოკლეს, დაასახიჩრეს, გააუბედურეს?
ჰო, სად ხართ?
თუ თქვენც , ოღონდ ესენი მოიცილოთ, ეს უხერხემლო ვითომ მთავრობა, მზად ხართ, მოიყვანოთ ეს სისხლიმსმელები.
შეხედეთ მათ თვალებს.
მათ ისევ სწყურიათ სისხლი…
როგორც არ უნდა ეპირფეროთ, თავებს ნუ მოიტყუებთ. ჟვანიასავით თქვენც მოგიცილებთ ეგ მასხარა “დიქტატორი”.
ვაი, საცოდავებო…
ნახევარი საქართველოს გამჩუქებელს. თურქებისთვის მწვანე შუქის ამნთებელს, რომ მთელ წარსულს დაუვიწყებ და გულისამრევად შეღაღადებ, საცოდავი ხარ , მაშ რა ხარ…
2012 წელს მეგონა ოცნება მართლა ხალხის გადასრაჩენად მოვიდა. მაგრამ მალევე მივხვდი რაც იყო. ვითომ ყოფილი პრეზიდენტი გაასამართლა და ამ დროს მისი მიღებული უაზრო კანონებით გააგრძელა ქვეყნის დაგლეჯვა.
როდის უნდა მიხვდეთ, რომ ორივე ერთია. ახლა კიდევ მორიგო ცირკის მონაწილეები ხართ.
მიშას ექვსი წელი კი არა, მის გამო დახვრეტის მუხლი უნდა აღდგეს.
ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭები აღარ გახსოვთ?
თავად არ იყო, ტოლერანტობას რომ გაჰყვიროდა?
ნაცებს თუ მოსპობთ, ოცნებაც მიჰყვება მას.
ოღონდ ნუ დაიტოვებთ იმედს,რომ არჩევნებით შეცვლით რამეს. არჩევნებით არაფერი იცვლება. მხოლოდ სცენარს სცვლიან.
მაისის თაფლი გაუგზავნეთ მიშას და კარაქიც მიაყოლეთ.
ქალები არ მოუთხოვია ჯერ?
არიქა, არ გაგიცივდეთ!
დაათბუნეთ!
იქნებ მართლაცა აღარ ვართ მეტის ღირსნი!?
თუმცა მე რაა. შორს ვრ და აქედან რომ ვუყურებ სიმწრით მეღიმება.
მითი ქართველების სიჭკვიანის,დიდხანია უკვე დამემსხვრა.

 

ირმა ბეგლარიშვილი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი