ქართველო ინტელიგენტო, ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ და შენი სუსი არ გავიგო! -გოგი ლორთქიფანიძე

ბიძინამ, მართალია, დაამტკიცა, რომ ქართული ინტელიგენციის მოსყიდვაზე ადვილი არაფერია, მაგრამ ინტელიგენციაც დრო-დრო მაინც იკბინება და აგრძნობინებს, რომ მასაც შეუძლია პატრონის გაყიდვა – მყიდველი თუ მოიძებნა.

მიშამ, მართალია, სცადა იმის დამტკიცება, რომ ქართული ინტელიგენციის “ჩარეცხვაზე” ადვილი არაფერია, მაგრამ ნამეტანი აღელდა და ბოლომდე ვერ მოასწრო. თუმცა, რადგან ვისი “ჩარეცხვაც” მოასწრო, ისინი უკან მერე არავის “ამოურეცხია”, გამოდის, რომ მის ძალისხმევას მთლა ფუჭად არ ჩაუვლია.
ზვიადი ინტელიგენციას არც ენდობოდა და არც სჭირდებოდა. რა დამავიწყებს, როგორ კიოდა მისი მომხრე ქალბატონი ტელევიზორში: “ნაშ პრეზიდენტ სამ ინტელიგენტ ი დრუგიე ინტელიგენტი ნამ ნე ნუჟნი”!
ნუ, შევარდნაძემ საერთოდ ათლარიან “პაიოკზე” დასვა და, ერთი პირობა, მაინც მის მზეს ფიცულობდნენ. მერე, მართალია, მობეზრდათ.
ჯაბა და თენგიზები კი თავად ინტელიგენტები იყვნენ. აბა, რომელი გაბედავთ და იტყვით – არაო!?
მოკლედ, ქართველო ინტელიგენტო, ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ და შენი სუსი არ გავიგო!
გ.ლ.

 

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი; სოციალური ქსელი