მე “ვარდების რევოლუციის” თაობა ვარ და ჩემნაირი ბევრია!!! – მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ფოტოს, სადაც “ვარდების რევოლუციის” პერიოდია ასახული და წერს:

„2003 წელი, ნოემბერი #freesaakashvili @saakashvilim ეს კოლონა 18 წლის წინ იყო სიბნელის, სიცარიელის, სტაგნაციის დამარცხების ერთადერთი და ბოლო იმედი, ორი სხვადასხვა ქვეყანაა საქართველო 2003 წლამდე და 23 ნოემბრის შემდეგ.

ცხოვრებაში თუ რამე გამომივიდა, იმ უკუნეთში, ამ ერთადერთი განათებული კოლონის დამსახურებაა

მე “ვარდების რევოლუციის” თაობა ვარ და ჩემნაირი ბევრია!!!“, – წერს ასათიანი სოციალურ ქსელში.