„მიშასთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკოსები არიან პატარა ჭიანჭველები. შემოვიდა და ტემპი აჩქარდა, პირდაპირ ქარბორბალა დაატრიალა“- ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა.
როგორც გია ბუღაძე აღნიშნავს, ყოფილ პრეზიდენტს გარკვეული მოვალეობები და მისია აქვს, რომელიც უნდა აღსრულდეს.
„მას გარკვეული მოვალეობები აქვს, გარკვეული მისია აქვს, რომელიც უნდა აღსრულდეს, თუ არა და ჩვენ გადავვარდებით უღრმეს ჭაობში, რომელსაც გვიმზადებს რუსეთი.
გზაგასაყარზე ვდგავართ და მიშამ შემოგვთავაზა ასეთი რამ: თუ გინდათ დასავლეთი, მოიპოვეთ ეს ჩემი თავისუფლებით. თქვენ თუ ისევე გაწირავთ მესამე პრეზიდენტს, როგორც გაწირეთ პირველი, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაშინ თქვენ ჯერ ჩამოყალიბებული ერი არ ხართ
რამდენი ერია მსოფლიოში? 600-მდე დაახლოებით, რამდენს აქვს სახელმწიფო? – 200-მდე ქვეყანას და რუსეთი ყოველ დღე ამტკიცებს იმას, რომ ქართველი არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მქონე, რომ მას ეს კულტურა და გამოცდილება არ აქვს“, – განაცხადა გია ბუღაძემ.