რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღნიშნულის შესახებ IPN-ს იუსტიციის სამინისტროში უთხრეს. ნეტგაზეთთან პენიტენციურმა დაადასტურა ორი ადამიანის გარდაცვალება, თუმცა, ასევე თქვე, რომ არ აქვთ ინფორმაცია, გარდაცვლილები პატიმრები იყვნენ, თუ თანამშრომლები.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, ციხეში ხანძარი გუშინ 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
გარეკანი ფოტო: „ფორმულა“