დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, ვინაიდან მას არ მოსწონს ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის მთავარმა დიპლომატმა ეს განცხადება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მეშვიდე მსოფლიო კონგრესზე გააკეთა, სადაც მან ასევე წაიკითხა ვლადიმირ პუტინის მიმართვა.
„დასავლელ კოლეგებს ღიად არ მოსწონთ რუსეთის სტაბილური შიდა განვითარება, ჩვენი პოზიციების განმტკიცება საერთაშორისო არენაზე. ცდილობენ ჩვენზე ზეწოლა მოახდინონ არალეგიტიმური ინსტრუმენტების ფართო ანაკრების გამოყენებით“, — თქვა მან.
ზეწოლის ინსტრუმენტებზე საუბრისას ლავროვმა გამოყო ცალმხრივი სანქციები, საინფორმაციო პროვოკაციები და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.