“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მხოლოდ იმიტომ მოათავსეს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და მთლიანად კონტროლირებულია კლანის მიერ, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ევროპარლამენტის წევრები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს არის იმის პირდაპირი აღიარება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი და იმყოფებოდა საპყრობილეში მხოლოდ იმიტომ, რო ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.