ბოლო ამბები მევიოლინე მამა და სკანდალში გახვეული არტისტი – აქამდე უცნობი დეტალები სააკაშვილის საყვარელი ქალის შესახებ (ფოტოები)

ლიზა იას­კო 1990 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და კი­ევ­ში. ლი­ზას მამა ალექ­სი ან­დრე­ე­ვი­ჩი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნეა, ეროვ­ნუ­ლი ან­სამ­ბლის “კი­ე­ვის კა­მე­რა­ტას” დი­რექ­ტო­რი, უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი და მრა­ვა­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ლი­ზას დე­დის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა, დე­დის ვი­ნა­ო­ბა არ­ცერთ მის ოფი­ცი­ა­ლურ თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. შემ­თხვე­ვი­თია თუ არა ეს, არა­ვინ იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში ცნო­ბე­ბი მისი დედ-მა­მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მწი­რია. გარ­და ამი­სა, უც­ნო­ბია, ჰყავს თუ არა და-ძმე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2019 წელს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ლიზა იას­კოს მა­მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და რუ­სეთ­თან კავ­შირ­ში და წერ­და, რომ ის არის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ფონ­დი­სა: “რუ­სუ­ლი მუ­სი­კა და კულ­ტუ­რა”. ამ თე­მა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას დე­პუ­ტატ­მა უპა­სუ­ხა, – ეს ფონ­დი მა­მა­მის­მა და­ა­არ­სა 2008 წელს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ რუ­სე­თი ყი­რი­მის ანექ­სი­ას მო­ახ­დენ­დაო.

ლი­ზას კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც მღე­რის, რისი ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი იძებ­ნე­ბა.

ლიზა კი­ე­ვის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, რო­მე­ლიც პო­ლი­ტო­ლო­გის მა­გის­ტრის წო­დე­ბით და­ას­რუ­ლა. ბევ­რმა არ იცის, რომ იგი მოს­კო­ვის მი­ხე­ილ ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწავ­ლობ­და ერთ-ერთი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით – 2013 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის ივ­ნი­სის ჩათ­ვლით.

ლიზა იას­კო ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის აქ­ტი­უ­რი დე­პუ­ტა­ტია, არის მრა­ვა­ლი ჯგუ­ფი­სა და კო­მი­სი­ის წევ­რი, 2019 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2021 წლის 11 იან­ვრამ­დე იყო უკ­რა­ი­ნის მუდ­მი­ვი დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში.

ელექტრო­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია შე­მო­სავ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ლიზა იას­კომ 2021 წლის 7 აპ­რილს წა­რად­გი­ნა.

მას­ში დე­პუ­ტატ­მა მი­უ­თი­თა, რომ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კი­ე­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ვორ­ზელ­ში, მაგ­რამ დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. ვორ­ზელ­ში სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატს აქვს 38,8 კვ.მეტ­რის ფარ­თო­ბის ბინა, რო­მე­ლიც 145 455 გრივ­ნად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. კი­ევ­ში ლი­ზას ასე­ვე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აქვს 147 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ბინა. სხვა­თა შო­რის, ბინა ეკუთ­ვნის გრი­გო­რი სმი­ტი­უკს, რომ­ლის სა­ხე­ლი, გვა­რი და მა­მის სა­ხე­ლი მთლი­ა­ნად ემ­თხვე­ვა ვერ­ხოვ­ნა რა­დას მე-5 და მე-6 მოწ­ვე­ვის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, რე­გი­ო­ნე­ბის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხელს. ეს ადა­მი­ა­ნი ცნო­ბი­ლია იმით, რომ 2013 წლის 15 დე­კემ­ბრის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მი­ტინგზე მო­უ­წო­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია “ხალ­ხის მსა­ხუ­რის” ლიზა იას­კოს რა­ი­მე კავ­ში­რი ბი­ნის მფლო­ბელ “ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თან”.

რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი, ლიზა იას­კოს სა­კუთ­რე­ბა­ში აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლი SUZUKI VITARA, 470 ათას გრივ­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი. “ვერ­ხოვ­ნა რა­და­ში” ერთი წლის მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლიზა იას­კომ ხელ­ფა­სის სა­ხით 477 808 გრივ­ნა აიღო, კი­დევ 504 480 გრივ­ნა – დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ხოლო 90 ათა­სი გრივ­ნა – “უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის”.

ლიზა იას­კოს ნარღდი ფუ­ლის სა­ხით დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას ჰქონ­და 5 ათას დო­ლა­რი, 2660 ევრო და 40 ათას გრივ­ნა. აქვს რამ­დე­ნი­მე ან­გა­რი­ში უკ­რა­ი­ნის “პრი­ვატ­ბან­კში”, რომ­ლებ­ზეც იმ­ჟა­მად ერი­ცხე­ბო­და: 40 557 გრივ­ნა, 1414 ევრო და 4109 დო­ლა­რი. აღე­ბუ­ლი აქვს კრე­დი­ტი 2 მი­ლი­ონ 23 ათა­სი გრივ­ნის ოდე­ნო­ბით.

წყარო: ambebi.ge