რა შავ დღეშია სააკაშვილი, ის შავი კაცი ვინ იყო ნეტავ, ვინც მაგას ეგ დააჯერა?

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 


მისი თქმით, აქციაზე ხალხს მისვლისთვის ფული გადაუხადეს.

“რა შავ დღეშია სააკაშვილი…
ეს რა შარში ჩაიგდო თავი…
100 ათასზე მეტი კაცი გამოვარდაო შენ დასაცავადო, მიშო!- ასე  ეუბნებიან და არწმუნებენ ლიდერს.
არა და, ტელევიზორი ხომ აქვს?!… ხომ უყურებს! ხომ ითვლის… იცოცხლე, დათვლა იცის! ჩემზე, შემზე და ტრიფონზე უკეთესადაც კი!
ჰო და, ფიქრობს, ალბათ, ტყუილი, ტყუილი, პაპიოსი პირშიო…
ისიც ხომ იცის, რომ  “მარშუტკები” იქირავეს, საჭმელ-სანოვაგით მოამარაგეს, ფული დახარჯეს და ისე ჩამოიყვანეს “მხარდამჭერები”. არა და, როგორი ამბავია, ლიდერი, გმირი, დევნილი, მაღალი , უხვი, “დაბალი” ღრუბელ-ღრუბელ ჩამოვიდა, ციხეში ჩაჯდა, შიმშილობს, იტანჯება….   ესენი კი, “მარშუტკაო”, ფულიო, საგზალიო… სიმღერა და ჩქარი ტაშიო, “პრაზდნიკიო”, გართობაო…
არა რაა… კაცი შიმშილობს, კაცი ეწირება, ესენი კი კონცერტს აწყობენ, რომ მიტინგი არ დაეშალოთ!
რამსებია არეული…  რამსები….
ეგეთი რამე გაგონილა?…ვინმეს გაუგია, რომ  “უპირობო” ლიდერის, მონატრებული პრეზიდენტის, ტანჯული ქართველის გვერდში დასადგომად, მისი განთავისუფლებისათვის საბრძოლველად ორგანიზებულად ერეკებოდნენ მომხრეებსა და თანამებრძოლებს?!
ავიჯერო, იმდენი არ დაიმსახურა ტანჯულამ,  რომ 100 000 კაცი გულგაგლეჯილი გამოვარდნილიყო ქუჩაში და ლექსენის როკვის გარეშე დამდგარიყო მის დასაცავად???…
არა და, ხომ ეუბნებოდნენ, არწმუნებდნენ, ეგრე იქნებაო?… ხელში ატატებულს გატარებენო, ტყვიას მკერდს მიუშვერენო, ციხესთან დააღამ- გაათენებენო…
ტანჯულასაც  ხომ  სჯეროდა?!…
ისე, ის შავი კაცი ვინ იყო ნეტავ, ვინც  მაგას ეგ დააჯერა?… – წერს ხათუნა ხოფერია.