„სამსუნგი“ კვლავაც ინარჩუნებს გაყიდვების ლიდერ პოზიციას, რაშიც 5G სმარტფონის მსხვილ ბაზრებზე ფართოდ ხელმისაწვდომობა და საშუალო საფასო სეგმენტზე გათვლილი მოდელები ეხმარება. ბაზრის წამყვანი პოზიციის ფლობის პარალელურად, აღსანიშნავია ისიც, რომ „სამსუნგის“ გაყიდვების მოცულობა წლიდან წლამდე მცირდება. 2021 წლის მეორე კვარტალში ბრენდი ბაზრის 17.6%-ს ფლობდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი წილი 18.4% იყო.
ტოპ სამეულში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა: „ეფლმა“ მეორე პოზიცია ჩინურ, სწრაფად მზარდ ბრენდ „შაომის“ დაუთმო. „შაომის“ გაყიდვები 2021 წლის კვარტალში 80.5%-ით გაიზარდა. გაყიდვების ასეთ სწრაფ ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა: მისაღები ფასი, მძლავრი პარამეტრები, თანამედროვე დიზაინი, ძლიერი ელემენტი. ჩინეთში წარმოების თავისებურებები „შაომის“ საშუალებას აძლევს, რომ კარგი მონაცემების მქონე მოდელები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდოს. შესაბამისად, გაყიდვების გეოგრაფიაც ფართოვდება და აზიის პარალელურად, ჩინური სმარტფონები უფრო და უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა კონტინენტზე.
რაც შეეხება „ეფლის“ წილს, ბრენდის სმარტფონების გაყიდვები საანგარიშო პერიოდში 28.3%-ით გაიზარდა, ბაზრის წილი კი გასულ წელთან შედარებით – 2.1%-ით. „ეფლის“ სმარტფონების გაყიდვების ზრდაში დიდი როლი ითამაშა როგორც „აიფონ“ 12-ის სერიის, ისე „აიფონ“ 11-ის სერიის მოდელების გაყიდვებმა.
„შაომის“ პარალელურად, სმარტფონების გაყიდვების მსოფლიო რეიტინგში სხვა ჩინური ბრენდებიც დაწინაურდნენ, ანალოგიური მონაცემებია საქართველოშიც. თუ წლების განმავლობაში ლიდერ პოზიციებს „ეფლი“ და „სამსუნგი“ იკავებდნენ, უკანასკნელ პერიოდში მათ კონკურენციას ჩინური ბრენდებიც უწევენ. „შაომიმ“ უკვე გახსნა ბრენდული მაღაზიები საქართველოში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს „ოკიტელი“, რომელიც ბაზარზე სხვადასხვა მოთხოვნებისა თუ ფინანსური შესაძლებლობის მქონე მომხმარებლისთვის გათვლილი მოდელებითაა წარმოდგენილი და გაყიდვებიც სწრაფად იზრდება.
როგორც „ოკიტელი საქართველოს“ წარმომადგენლები განმარტავენ, მათი სმარტფონების გაყიდვების ზრდას ძლიერი მონაცემები და მისაღები ფასი განაპირობებს.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება შეიმჩნევა. ის სულ უფრო მეტ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და გავლენას ახდენს ჩვენს საქმიანობაზე, სოციალურ ცხოვრებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, განათლებაზე და ზოგადად, ყველაფერზე. ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების უარყოფითი მხარე კი მისი მაღალი ღირებულებაა. სწორედ ამ გამოწვევის დაძლევაა „ოკიტელის“ საქმიანობის მთავარი მიზანი და სტრატეგია. ბრენდის სმარტფონები იქმნება უახლესი ტექნოლოგიებით და ხელმისაწვდომ ფასად, რათა მათი შეძენა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა შეძლონ. ჩვენი სმარტფონების ხაზი შეესაბამება ტექნოლოგიის უახლეს ტენდენციებს, მაგრამ მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეორე მხრივ კი, „ოკიტელის“ მზარდ გაყიდვებს მისი ელემენტები განაპირობებს. ბრენდი ელემენტების წარმოების ტექნოლოგიით მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. კომპანიას ჰყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ერთგული გუნდი, რომელიც ემსახურება ელემენტების კვლევასა და დამუშავებას. შესაბამისად, ჩვენს ტელეფონებს გააჩნიათ დიდი ტევადობის გამძლე და უსაფრთხო ელემენტები,“ – განმარტავენ „ოკიტელ საქართველოში“.
„ოკიტელის“ სმარტფონებიდან უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოდელები: C25, C21 Pro , C22. ბრენდი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია წყალგამძლე, ვარდნაგამძლე და მტვერგამძლე მოდელებითაც: WP5, WP7, WP8 Pro.
სხვადასხვა პროგნოზით, მსოფლიო მასშტაბით ჩინური სმარტფონების გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდი იქნება. გასულ წლებში არაერთმა ბრენდმა სწორედ ჩინეთში გადაიტანა წარმოება, შედეგად კი ქვეყანაში დაგროვდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ მსოფლიოს მაღალი კლასის სმარტფონები კონკურენტებზე დაბალ ფასად შესთავაზონ.