„ახლა მალავს, მაგრამ მე შენახული მაქვს…“ – რას არ ამხელდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მხოლოდ მამამისმა შეინახა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა შვილის შესახებ ისეთი დეტალები გაამხილა, რომელიც მანამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

 

მან ამის შესახებ გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა. გაირკვა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ლექსებსაც წერდა, თუმცა ამას მალავდა, უფრო სწორად არ ამხელდა, რომ მისი დაწერილი იყო. გაურკვეველია რატომ არიდებდა თავს ექსპრეზიდენტი ავტორობას.

„ახლა მალავს, მაგრამ წერდა ლექსებს, საკმაოდ კარგს. შენახული მაქვს, თვითონ მომიტანა და მითხრა, ეს ვაჟა-ფშაველამ დაწერაო. მერე მივხვდი, რომ მისი ლექსი იყო“, – თქვა გადაცემაში ნიკოლოზ სააკაშვილმა.