„როდის დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი, რომ შენთან მოვიდე…” – კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამის ტკივილით სავსე მიმართვა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

„ჩემო ვახო, სიტყვები არ მყოფნის 40 დღეა უკვე შენ ჩვენ გვერდით აღარ ხარ. ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია. თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ სადმე

გაცილებ და ველოდები შენთან შეხვედრას. როცა შენი ხმა მენატრება გიჟივით ვუსმენ შენს ხმას, მაგრამ აუტანელია უშენობა და როდის დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი, რომ შენთან მოვიდე პირნათელი. მალე შეხვედრამდე, ჩემო ძმა და მეგობარო“, – წერს ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი.