დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და წერს:
“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, უნდა გააცნობიეროთ, რომ დღეს, 2012 წელი აღარაა და ილია მეორე არათუ ავტორიტეტი აღარ არის ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, არამედ ის არის გაშიფრული რუსეთის ნომერ პირველი აგენტი საქართველოში, დაუფარავი პუტჩისტი, სტალინისტი და პუტინისტი, საქართველოს განვითარების უპირველესი მუხრუჭი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია და საქართველოს ეკლესია აქცია კრემლის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად.
ყოველგვარი რევერანსები ილია მეორის კერპის წინაშე არის წარსულში დაბრუნება, ბატონო მიხეილ! ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა ილია მეორემ ერთხელ არ მოუწოდა ერს აცრისაკენ, მან მოაწყო სისხლიანი 17 მაისი და 5 ივლისი, მან მხარი დაუჭირა 2012 წლის ავანტურას და შემდგომ პატივით მიიღო ამ ავანტურის მომწყობი სადისტი ბედუკაძე. მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთის მიმართ და იყავით თანმიმდევრული ჩასარეცხების მიმართ. თქვენ შეიძლება დღევანდელი განცხადებით ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და მოაზროვნე, საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომელთაც გული დაწყვიტეთ და ჯანსაღი მომავლის პერსპექტივას უქრობთ”.
მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ, ის კი კვლავ რჩება პატრიარქ ილია II-ის სულიერ შვილად და მხარს უჭერს მის ყველა საეკლესიო პოზიციას.