უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი მიმართვას ავრცელებს და თავისი ოჯახის ისტორის ჰყვება:
– “ბევრი წერის თავი არ მაქვს მაგრამ ეს უნდა დავწერო, რომ ჯანდაცვამ ნახოს.
ვირუსი ასეთი სისწრაფით იმიტომ ვრცელდება, რომ სწრაფი ტესტები იტყუება!
კორონა 8 რიცხვიდან გვაქვს ჩვენ და ტესტმა უარი აჩვენა, არ დავიჯერე რადგან ასე ცუდად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, საჭმლის საშინელი გემო ჰქონდა და ყნოსვა დამიქვეითდა, მამა წელს ქვემოთ მოწდა მე ისევ ინსულტი მეგონა, დედას წნევა დაუვარდა და ვერ ვუწევდით მაღლა …
სუთქვა ისე მიჭირდა, მეგონა, ძილში ვიპარებოდი და 8 რიცხვის მერე გუშინ პირველად მეძინა …
მე რომ ტესტისთვის დამეჯერებინა და გარეთ გავსულიყავი, ან სტუმრად სადმე მოვდებდი ყველას ვირუსს, უბრალოდ მე დარწმუნებული ვიყავი რომ ტესტი შეცდა და სახლიდან გარეთ არ გავსულვართ.
საერთოდ ამოიღეთ ეს სწრაფი ტესტები და პენსიონერებისთვის პისიარი უფასო გახადეთ ბინაზე მისვლაც, რომ მომაკვდინებელი პაციენტები არ შემოიყვანონ …
დადებითიანები დადიან ბედნიერად ყველგან, რადგან სწრაფმა უარი უთხრა და მოედო ქვეყანას ეს ვერავი ვირუსი …
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და ჯვარი გეწეროთ, ეს ჯოჯოხეთია რასაც გავდივართ, ყოველ ამოსუნთქვაზე ყველა ორგანო გტკივა … კოშმარია …
მამა ისევ იბრძვის”
წყარო: ptn.ge