მოვუფრთხილდეთ ეკლესიას

მამა ანდრია სარიას მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერები და საპატრიარქოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს შეფასებით, არაკორექტული და ტყუილია.

როგორც მეუფე ამბობს,  “არ ჰგონია, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება.” მან სასულიერო პირებს ეკლესიის გაფრთხილებისკენ მოუწოდა.

“მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, მათ, ვინც ავრცელებს მსგავს რამეებს, გავუფრთხილდეთ და მოვუფრთხილდეთ ეკლესიას,” – აღნიშნა მეუფემ.