ამერიკული “ფრიდომ ჰაუსი” საქართველოს რუკას აფხაზეთის და შიდა ქართლის გარეშე განიხილავს

ამერიკული ორგანიზაცია Freedom House, რომელიც “გარდამავალი ქვეყნების” შიგნით არსებული “დემოკრატიის ხარისხის” და “პრესის თავისუფლების” კვლევით არის დაკავებული, საქართველოს რუკას “ტვიტერზე” დამახინჯებით აქვეყნებს.

კერძოდ, ორგანიზაციის მიერ საქართველოსგან განსხვავებულ ფერშია აღნიშნული აფხაზეთი და შიდა ქართლი. ასევე ცალკეა გამოყოფილი მთიანი ყარაბაღი, ყირიმი, დონბასი და დნესტრისპირეთი.

საკუთრივ “ფრიდომ ჰაუსის” მოხსენებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიამ და პრესის თავისუფლებამ საქართველოში გასულ 2019 წელს, მთლიანობაში რეგრესი განიცადა.