კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა დასჯის ფორმა არსებობდა – ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე

“იქ, სადაც შენს მიერ გამოტანილი განაჩენის არავის სჯერა, შეიძლება მოგინდეს, რომ პატიმარი დაუპირისპირო სხვა პატიმრებს, აგინებინო ის და ამ საჯარო შოუთი სცადო შენი ამომრჩევლის გულის მოგება”.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა დასჯის ფორმა არსებობდა. საჯარო გამათრახებიდან დაწყებული, საჯარო ჩამოხრჩობებით და გილიოტინებით დამთარვებული.
ბოლოს ასეთ რამეზე შევთანხმდით: თუკი სახელმწიფოში სამართალი სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებით ხორციელდება, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკვე საკმარისი სასჯელია და ის უწყობს ხელს საზოგადოებაში მშვიდობის დამკვიდრებას.
მხოლოდ უსამართლო სასამართლოს პირობებში, ანუ იქ, სადაც შენს მიერ გამოტანილი განაჩენის არავის სჯერა, შეიძლება მოგინდეს, რომ პატიმარი დაუპირისპირო სხვა პატიმრებს, აგინებინო ის და ამ საჯარო შოუთი სცადო შენი ამომრჩევლის გულის მოგება” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

წყარო: newposts.ge